დათა ახალაია საბერძნეთის საპყრობილეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს

კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი დათა ახალაია საბერძნეთის საპყრობილეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. საბერძნეთის სასამართლომ ყოფილი მაღალჩინოსანი, 100 ათასი ევროს გირაოს სანაცვლოდ, გუშინ გაათავისუფლა.
ახალაიას სამშობლოში ექსტრადირების საკითხის განხილვა კი 2 თვით გადაიდო. ბერძნული მხარე საქართველოს პროკურატურისგან დამატებით მტკიცებულებებს ელოდება, რის საფუძველზეც მოსამართლე ახალაიას ქართული მხარისთვის გადმოცემის საკითხს გადაწყვეტს. ყოფილ მაღალჩინოსანს საბერძნეთის დატოვების უფლება არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები