„რა ვუყოთ ისტორიას?“ – ფოლკლორის ცენტრი პროექტს უმასპინძლებს

5 მაისს, 17:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრში, პროექტის – „რა ვუყოთ ისტორიას?“  წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, პროექტის წარდგენა „ქოლგა თბილისი ფოტო 2019“-ის ფარგლებში იგეგმება. პროექტის კურატორია: იევგენი როპელი;  პროექტის მენეჯერი: ნინო-ანა სამხარაძე.
მონაწილეობენ: ნილს აკერმანი, არნის ბალქუსი, იულია ბორისოვა, ლია დარიესი, სებასტიან ჰოპი, ჰანეს იუნგი, გიორგი ნებიერიძე, პეტერ პუკლუსი, იგორ სამოლეტი, ანდრეის სტროკინსი, მიჰალ სიარეკი, მაშა სვიატოგორი, ელენა ზუბაჩი და ვიაჩესლავ პოლიაკოვი, დანილა ტკაჩენკო, პიოტრ ზბიერსკი, იაკობ შნეცი.

OSTLOOK – თანამედროვე ფოტოგრაფიის და სხვა ვიზუალური პრაქტიკების პლატფორმაა, რომელიც კონცენტრირებულია რუსეთზე, აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე. პლატფორმა დააარსეს ანდრეი სოსნინმა და იევგენი როპელმა. მისი მიზანია, განახლებული აღმოსავლეთ ევროპის მიმართ თანამედროვე მიდგომასთან დაკავშირებული პროექტები აუდიტორიას გააცნოს. OSTLOOK დაინტერესებულია დამწყები და უკვე ცნობილი ხელოვანების შემოქმედებით, რომელთაც საკუთარი ვიზუალური ენა შექმნეს და რომელთა ობიექტივშიც აღმოსავლეთ ევროპის რეგიონები ექცევა, დოკუმენტური ფოტოებიდან სახელოვნებო პრაქტიკებამდე.
პლატფორმა აღმოსავლეთ ევროპის კულტურის პოპულარიზაციას ითვალისწინებს. ის პროექტებს ონლაინჟურნალში და მსოფლიოს მასშტაბით, ფოტოფესტივალებზე, გალერეებსა თუ ღია სივრცეებში მოწყობილ გამოფენებზე წარმოადგენს. იევგენი როპელი OSTLOOK-ის კურატორი და ფოტოგრაფია.
„ქოლგა თბილისი ფოტო 2019“-სთვის ევგენი როპელმა 15 ხელოვანის პროექტები შეარჩია გამოფენისთვის, რომელიც ამ ხელოვანების თვალით დანახულ აღმოსავლეთ ევროპის ისტორიას და იდენტობის საკითხს ეხება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ფოტოხელოვანის წიგნებიც.

დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები