“როდესაც დადებით მხარეებზეა საუბარი, ესაა ძირითადად საქართველოს მსვლელობა ევროინტეგრაციის გზაზე და მცდელობა, რომ ნატოს წევრობას მიუახლოვდეს”

„როდესაც დადებით მხარეებზეა საუბარი, ეს არის ძირითადად საქართველოს მსვლელობა ევროინტეგრაციის გზაზე და მცდელობა, რომ ნატოს წევრობას მიუახლოვდეს”, – ამის შესახებ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” ხელმძღვანელმა, ქეთი ხუციშვილმა ვაშინგტონში, მარშალის ფონდისა და ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, ამერიკელი პარტნიორებისთვის გასაგებია ბოლო ხანებში მიმდინარე პროცესებიც.
„ის, რაც ბოლო ხანებში ხდება ასევე გასაგებია ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის, განსაკუთრებით პრობლემური – მოსამართლების უვადოდ დანიშვნის მთელი ეს დიდი პროცესი”, – განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.
ცნობისათვის, ​მარშალის ფონდის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ქვეყნის პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე. დისკუსიაში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.
​შეხვედრაზე საქართველოში მიღწეულ პროგრესსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. განხილვის მთავარი თემები სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმები, საარჩევნო სისტემა და მედიაგარემოს შეფასება იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები