ეკა გიგაური: ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ყველგან თვალსაჩინოა

„ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ აშშ საქართველოს ძალიან დიდი პარტნიორია“, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა ვაშინგტონში, მარშალის ფონდის და ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებული შტატების მხარდაჭერა ყველგან თვალსაჩინოა.
„ისინი ცდილობენ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს წარმატებული და დღესაც არიან ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორები. ეს ყველგან ჩანს არა მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტში ან იუსაიდში, არამედ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც მუშაობენ საქართველოზე” – განაცხადა ეკა გიგაურმა.
მარშალის ფონდის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ქვეყნის პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე.
დისკუსიაში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე საქართველოში მიღწეულ პროგრესსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
განხილვის მთავარი თემები სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმები, საარჩევნო სისტემა და მედიაგარემოს შეფასება იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები