„საუბრები ხელოვნების შესახებ“ – ვატო ხოშტარიას ლექცია გაიმართება

4 მაისს,  14:00 საათზე, ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში, გრძელდება ლექციათა ციკლი – „საუბრები ხელოვნების შესახებ“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ლექციას – „ფოვისტები“, – წაიკითხავს ხელოვნებათმცოდნე ვატო ხოშტარია.
ლექციათა ციკლი – „საუბრები ხელოვნების შესახებ“ მოიცავს ხელოვნებას, მის ჟანრებს, დარგებს, მიმდინარეობებს, მსოფლიოს ცივილიზაციებს, ხელოვნების სფეროში მომხდარ  თუ მიმდინარე ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენებს.
მისამართი: თბილისი, ლადო გუდიაშვილის ქ. 11.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები