ანსამბლი „დაისი“ და ბენდი „მუცო“ ახალი პროგრამით წარდგებიან მსმენელის წინაშე

3 მაისს, 19:00 საათზე, თბილისის არტ ჰოლში, ანსამბლი „დაისი“ და ბენდი „მუცო“ ახალი პროგრამით წარდგება მსმენელის წინაშე.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, სცენაზე 17 გამორჩეული მოცეკვავე და 7 უნიჭიერესი მუსიკოსი გამოვა.
„ქართული ცეკვის ანსამბლი „დაისი“ 2013 წელს ჩამოყალიბდა. ამ დროის განმავლობაში ძალიან დიდ სიყვარულს და დაფასებას ვიღებთ მაყურებლისგან. ჩვენი მიზანია, წვლილი შევიტანოთ ქართული ცეკვის ხარისხიან განვითარებაში.„დაისში“ ახალგაზრდა, ენერგიული და კრეატიული ქორეოგრაფები მუშაობენ. ანსამბლის მოცეკვავეები გამოირჩევიან საქმის სიყვარულით და პროფესიონალიზმით.
ბენდი ,,მუცო“ დაარსდა 2014 წელს. ბენდის ძირითადი მიმართულება ქართული სიმღერებისა და ნაწარმოებების შესრულებაა სხვადასხვა ჟანრში, როგორიცაა: ფოლკლორი, გალობა, რეგი და ქალაქური სიმღერები. ბენდს უკვე ჩაწერილი აქვს 11 საავტორო სიმღერა და კომპოზიცია, გამოშვებული აქვს საავტორო დისკები. კონცერტზე ბენდი წარმოადგენს რჩეულ სიმღერებსა და კომპოზიციებს.
ანსამბლი ,,დაისი“ და ბენდი ,,მუცო“ რამდენიმე წელია ერთად მუშაობენ სხვადასხვა ღონისძიებაზე როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
არ გამოტოვოთ წარმოდგენა რომელიც აქამდე არსად გინახავთ. ბედნიერი და ემოციური წუთები, რომელსაც ჩვენ გაჩუქებთ – ნათელ და ღრმა კვალს დატოვებს თქვენს მეხსიერებაში“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები