ლაშა ჟვანია: აუცილებელია, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრები საბოლოოდ დადგინდეს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა ჟვანია დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ აუცილებელია, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრები საბოლოოდ დადგინდეს.
​მისივე შეფასებით, მსგავსი ფაქტები ძალიან სამწუხაროა.
„როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტი იმყოფებოდა დავით გარეჯში ძეგლთა დაცვის სააგენტოსა და „ევროპა ნონსტრას“ წარმომადგენლებთან ერთად. მათ სრულად დაათვალიერეს ჩვენი სამონასტრო კომპლექსი. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი ფაქტები ხდება. განსაკუთრებით ცუდია, როდესაც ეს ემთხვევა აღდგომის დღესასწაულს. ეს ფაქტები ცხადყოფს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის საზღვრის დემილიტაციის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, აუცილებელია, საქართველოსა და ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის არსებული შეთანხმებისამებრ კომისიამ დროებით განაახლოს მუშაობა, რათა ორ მეგობარ ქვეყანას შორის საზღვრები საბოლოოდ დადგინდეს და ასეთ ხელოვნურ დაძაბულობას მომავალში ადგილი აღარ ჰქონდეს“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
ცნობისათვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ დავით გარეჯის საკითხი მოგვარებულია – აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, დაკეტილი პუნქტები გახსნას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები