რეზო თაბუკაშვილს აღმკვეთ ღონისძიებად 2000 – ლარიანი გირაო შეეფარდა

ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულ რეზო თაბუკაშვილს აღმკვეთ ღონისძიებად 2000 – ლარიანი გირაო შეეფარდა. პროცესს რეზო თაბუკაშვილიც ესწრებოდა.
ჭიაბერაშვილზე თავდასხმა 27 ივნისს, აბაშიძის ქ. #22-ში მდებარე ლიტერატურულ კაფეში მოხდა. ზურაბ ჭიაბერაშვილი ლიტერატურულ კაფეში ნოდარ ლადარიასთან ერთად იმყოფებოდა. ზურაბ ჭიაბერაშვილს თავს დაესხნენ რეჟისორი გიორგი მგელაძე და რეზო თაბუკაშვილი-უმცროსი. ჭიაბერაშვილს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები