გიორგი გიგაშვილმა ესპანეთის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე ლაურეატის წოდება მოიპოვა
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის – „ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლემ, გიორგი გიგაშვილმა ესპანეთის ქალაქ ვიგოში გამართულ პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე I პრემია, ლაურეატის წოდება და ცნობილი პიანისტის, ფრეიერის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი მოიპოვა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი გიგაშვილს, რომელიც კონკურსის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე გახლდათ, პრემია ყველა დროის, ერთ-ერთმა საუკეთესო შემსრულებელმა, არგენტინელმა პიანისტმა, მარტა არგერიხმა გადასცა.
პიანისტის პედაგოგია ემერიტუსი რევაზ თავაძე.