” ნუ გადააყოლებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს” – ვახტანგ მაისაია პანკისის ხეობის მოვლენებზე

0

პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია გამოეხმაურა და ხელისუფლებას თხოვნით მიმართა, ყველა გზას მიმართოს, რათა შეაჩეროს დაძაბულობის პროცესი.
“მოვუწოდებ ჩვენს ხელისუფლებას, დიდი თხოვნით, ბზობის ამ ბრწყინვალე დღესასწაულზე ნუ ახორციელებენ სიტუაციის ხელოვნურ დაძაბვას და ამ “ხადორი-3″ ჰესს ნუ გადააყოლებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს…დიდი თხოვნაა..
მიდის მოლაპარაკებები და დაველოდოთ მათ შედეგებს და ჩვენს პოლიციას ნუ ჩააყენებენ ცუდ მდგომარეობაში. პანკისი არის ძალიან ფაქიზი თემა და ვთხოვ ყველას, ვისაც ეს ეხება, შეაჩერონ აღნიშნული არასამართლიანი ქმედებები…..გთხოვთ!”, – წერს სოციალურ ქსელში მაისაია.

კომენტარები

კომენტარი