ზაურ დარგალი: მარნეული ჩვენი საერთო სახლია და ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ მასზე

“ქართული ოცნების” მარნეულის მერობის კანდიდატი, ზაურ დარგალი წინასაარჩევნოდ მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. მმართველი გუნდის კანდიდატი დღეს შულავერის ადმინისტრაციულ ერთეულში შულავერისა და მარეთის მოსახლეობას შეხვდა. დარგალმა მოსახლეობას საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.
“მიუხედავად ამინდისა, მოსახლეობა აქტიურად იღებს მონაწილეობას ჩვენს შეხვედრებში. ჩვენ გვახარებს ის ფაქტი, რომ მოსახლეობა ჩართულია მიმდინარე პროცესებში. ჩვენ მთავარი მიზანია, რომ ყველა ჩავრთოთ მარნეულში არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში. მარნეული ჩვენი საერთო სახლია და ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ მარნეულზე. მე არ ვაპირებ, რომ დავჯდე კაბინეტში და იქიდან მივიღო გადაწყვეტილებები. არჩევნების შემდეგ, პირადად მოვალ თქვენთან და შეგეკითხებით, რა გავაკეთოთ წელს თქვენს სოფელში და რა გაწუხებთ თქვენ? ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას და არ მოგცემთ და არც გაძლევთ ტყუილ დაპირებებს, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, რეალურად. რასაც დაგპირდებით აუცილებლად გავაკეთებთ.  მე დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობის მხარდაჭერით, ჩვენ 19 მაისს გავიმარჯვებთ და შემდგომ უფრო აქტიურად, ორმაგი ენერგიით და დიდი სიყვარულით, ერთმანეთის გვერდით დავდგებით ჩვენი რაიონის მშენებლობის პროცესში”, – განაცხადა ამომრჩეველთან შეხვედრისას დარგალმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები