„მიწა თავისას მოითხოვს“ – მარჯანიშვილის თეატრში პრემიერა გაიმართება
20 აპრილს, მარჯანიშვილის თეატრში, ყუშიტაშვილის სარეპეტიციო დარბაზში, პრემიერა – „მიწა თავისას მოითხოვს“ გაიმართება.
როგორც მარჯანიშვილის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სპექტაკლი ზღაპრისა და დოკუმენტური თეატრის ნაზავია, სადაც რეალობა უკავშირდება ზღაპარში სტრუქტურალისტების გამოყოფილ ფუნქციებს: წასვლა, აკრძალვა, ზიანის მიყენება, დაბრუნება.
სპექტაკლში თანამედროვეობაც მითიურ ჭრილშია განხილული, ჯადონსურ სარკეში ბოროტი დედოფალიც პოზირებს და სტრიპტიზიორიც პროვინციული ქალაქიდან.
რეჟისორი – ავთო დიასამიძე, ავტორი – ალექს ჩიღვინაძე; სცენოგრაფი და ქორეოგრაფი – ლანა ყავრელიშვილი; კომპოზიტორი – ლუკა ნაკაშიძე.
მონაწილეობენ: ანა ვასაძე, ნატალია გაბისონია, ნატალია ყულოშვილი, იოსებ ხვედელიძე, თემო რეხვიაშვილი.