აზერბაიჯანულ ენაზე გამოცემული „ქართული პროზის ანთოლოგიის“ წარდგენა გაიმართება

19 აპრილს, 18:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში  გაიმართება აზერბაიჯანულ ენაზე გამოცემული “ქართული პროზის ანთოლოგიის” პრეზენტაცია და მოეწყობა შეხვედრა აზერბაიჯანიდან ჩამოსულ მწერლებთან და მთარგმნელებთან, რომლებმაც ქართული პროზის წიგნი გამოსცეს.
როგორც „კვირას“ მწერალთა კავშირში განუცხადეს, აზერბაიჯანელ მწერალთა დელეგაციაში იმყოფება აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებული მთარგმნელობითი ცენტრის დირექტორი, აფაგ მასუდი, რომლის წიგნი ახლახან დაიბეჭდა ქართულად.

ანთოლოგიაში დაბეჭდილი მწერლები წიგნებს საჩუქრად მიიღებენ.

მის: მაჩაბლის ქ. 13.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები