მანანა ჩიტიშვილი, ელა გოჩიაშვილი, მანანა მენაბდე, ცირა ბარბაქაძე, ტარიელ ხარხელაური და ვასილ ბესელია თურქეთში მაცხოვრებელ ქართველებს შეხვდებიან
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის „ცოცხალი წიგნების“ მორიგი ჯგუფი სტამბოლში გაემგზავრა.
როგორც ორგანიზატორების ინფორმაციაშია აღნიშნული, თურქეთში მაცხოვრებელ ქართველებს შეხვდებიან: მანანა ჩიტიშვილი, ელა გოჩიაშვილი, მანანა მენაბდე, ცირა ბარბაქაძე, ტარიელ ხარხელაური და ვასილ ბესელია.
მწერალთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ქეთევან დუმბაძე. ქართველი პოეტების მასპინძელი მწერალი სტამბოლის ქართველთა სათვისტომო იქნება.
20.04.2019 – შეხვედრა თანამედროვე ქართველ მწერლებთან და პოეტებთან.
დასაწყისი: 19:00 სთ.
მისამართი: ქარაქოი, არქიტექტორთა სახლის საკონცერტო დარბაზი.
21.04.2019 – „ნოდარ ბაბუს ლექსების დღე“
დასაწყისი: 13:00 სთ.
მისამართი: ტაქსიმი, ქართული სახლი „გალაკტიონი“.
21.04.2019 – მანანა მენაბდის კონცერტი „სიზმრები საქართველოზე“.
დასაწყისი: 17:00 სთ.
მისამართი: შიშლი, ნაზიმ ჰიქმეთის კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზი.