„პარიზი ნოტრ-დამის ტრაგედია“ – რეზო (ემელიანე) ადამიას პერსონალური გამოფენა გაიხსნება
20 აპრილს, 17:00 საათზე, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი მასპინძლობს რეზო (ემელიანე) ადამიას პერსონალურ გამოფენას: „პარიზი ნოტრ-დამის ტრაგედია“.
როგორც „კვირას“ თავად მხატვარმა განუცხადა, წარმოდგენილი იქნება 2001 – 2009 წლებში ღია პლენერზე შესრულებული ფერწერული ტილოები.
მისამართი: გიორგი ჭანტურიას N 8.
დასწრება თავისუფალი.