მიხეილ ბატიაშვილი სან ფრანცისკოში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი სან ფრანცისკოში (აშშ) მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შეხვდა და განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრა.
მიხეილ ბატიაშვილმა ქართულ დიასპორას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტი – „ქართული ენის დისტანციური სკოლა“ გააცნო, რაც უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისათვის სინქრონული ონლაინგაკვეთილების ჩატარებას გულისხმობს.
შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს სამინისტროში შექმნილ საერთაშორისო თანამშრომლობისა და დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოზე, რომელიც უზრუნველყოფს როგორც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის გაძლიერებას, ასევე – უცხოეთში საქართველოს საელჩოებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები