მარტვილში 15 წლის მოზარდმა, სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო
მარტვილის მუნიციპალიტეტში მეცხრე კლასის მოსწავლემ სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაცია „კვირას“ მარტვილის რესურცენტრის უფროსმა დაუდასტურა. პაშა გულორდავას თქმით, ბიჭი საკუთარი სახლის ეზოში, ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.
„კვირას“ ინფორმაციით, მოზარდი მამასთან და უმცროს ძმასთან ერთად ცხოვრობდა, სწორედ ძმამ იპოვა 15 წლის მოზარდი.
ცხედარი ამ წუთებში ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
შსს–მ მომხდარზე გამოძიება 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
რა გახდა მოზარდის სუიციდის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.