დავით უსუფაშვილი: ,,დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე მოსასმენად მოვედი

„შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი ფილარმონიაში „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე მოსასმენად მივიდა. როგორც დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მან ღონისძიებაზე დასასწრებად, მოსაწვევი დავით მაღრაძისგან მიიღო.
„დავით მაღრაძემ შემომთავაზა მოსვლა და მოსმენა. მოვედი და მოვუსმენ. ასევე, ვუსმენ ყველას, ვინც თვლის, რომ „ქართული ოცნება“ შესაცვლელია, არჩევნების გზით, არა ,,ნაციონალური” რევანშით ან რუსული ზღაპრებით. არ მოვსულვარ არაფერში გასაერთიანებლად, მოვედი მოსასმენად”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები