სოსო ცისკარიშვილი: დადგა ჟამი, რომ ქვეყანა გათავისუფლდეს პოლიტიკოსებისგან

„დადგა ჟამი, რომ ქვეყანა გათავისუფლდეს პოლიტიკოსებისგან, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავსა და ჯიბეზე არიან მიკრული“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა განაცხადა, რომელიც „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაში მონაწილეობს.
როგორც სოსო ცისკარიშვილმა აღნიშნა, მან გაიგო, რომ ფილარმონიაში მესამე ძალა იკრიბება და სწორედ ამიტომ მივიდა ღონისძიებაზე.
“დიახ, არის საფრთხე, რომ „ქართული ოცნება“ აღმოჩნდეს რუსულ ოცნებად. დიახ, ,,რასაც დავთესთ, იმას მოვიმკითო” და ჩვენ ახლა სწორედ ამ სიტუაციაში ვართ. ვერც ვერაფერი გამოუვიდათ იმისთვის, რომ მოეტყუებინათ საქართველოს მოსახლეობა. მე არ მინდა, გავანერვიულო ბიძინა ივანიშვილი. გავიგე, თურმე მესამე ძალა იკრიბება აქ. მე საკუთარი დამოუკიდებლობა უფრო მიზიდავს, ვიდრე რომელიმე ნომრისა. ჯერ უნდა ვნახო, ვინ არის მიდრეკილი იმისკენ, რომ გახდეს მესამე ძალა“, – აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები