ეკა ბესელია: კომიტეტში არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და ათკაციანი სიის ლობისტი კოლეგები

“კომიტეტში არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და ათკაციანი სიის ლობისტი კოლეგები. ვინც ცვლილებებს ხმა წინააღმდეგ მისცა, ლობისტები არიან”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის კენჭისყრაზე ჩავარდნას გამოეხმაურა.

“ეს ახალი არ არის, ეს პროგნოზირებადი იყო და სესიისთვის ვემზადებით. ძალიან რთული, მაგრამ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების წინაშე დავაყენებთ კოლეგებს, რადგან ხმის წინააღმდეგ მიცემა ათკაციანი სიის ლობირებას ნიშნავს. რაც შეეხება ჩინჩალაძისა და კობახიძის ურთიერთობას კონსტიტუციის მომზადების პროცესში – ირაკლი კობახიძეს პროექტს ჩინჩალაძე აწვდიდა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შენიშვნები შენახული მაქვს, რაც კონსტიტუციურ ცვლილებებზე მქონდა. კონსტიტუციაში ბევრი კარგი წერია, მაგრამ იქ არ წერია, რომ უვადოდ ის მოსამართლეები უნდა აგვერჩია, რომელთა მიმართაც კითხვები არსებობს. ეს კონსტიტუციის მიღმა იუსტიციის საბჭოს მიერ მოხდა. ზარდიაშვილის გვარის ხსენებაც კი შეურაცხმყოფს, რადგან მასზე ქვემოთ და ფსკერზე დაბლა არავინ დარჩა და მასზე კომენტარების გაკეთებას არ ვაპირებ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 13 დეპუტატის მიერ მომზადებულ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები