ლევან იზორია ხორვატიაში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხორვატიის რესპუბლიკაში, ქალაქ სპლიტში ადრიატიკის ზღვის თავდაცვისა და საჰაერო სივრცის გამოფენის ფარგლებში გაემგზავრა.
როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ლევან იზორია ვიზიტს ხორვატიის პრემიერმინისტრის მოადგილესა და თავდაცვის მინისტრთან, დამირ კრსტიჩევიჩთან შეხვედრით დაიწყებს.
„საზღვაო ძალების შტაბ-ბინაში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, კოლეგები შეხვედრას გამართავენ და საქართველოსა და ხორვატიას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებზე იმსჯელებენ. შეხვედრის შემდეგ, მინისტრების მიერ ერთობლივი დეკლარაციის გაფორმება იგეგმება, რომელიც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას გულისხმობს, მათ შორის – სამხედრო განათლების კუთხით და მრავალეროვნულ წვრთნებში ერთობლივი მონაწილეობით“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
მათივე ცნობით, სპლიტში ვიზიტის დასასრულ, საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ადრიატიკის ზღვის თავდაცვისა და საჰაერო სივრცის გამოფენას – ASDA 2019 დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები