ლალი მოროშკინა: არ მეშინია, რომ ვაი-ვაგლახით ნაშრომ, 6-ნომრიან სასტუმროს ზონდერები წამართმევენ

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ კეთილგანწყობის რამდენიმე მიზეზს ასახელებს. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, მას აღარ ეშინია ნარკოტიკის ჩადებების, ქონების ჩამორთმევის, C ჰეპატიტით გარდაცვალების, თავისუფალი სიტყვის გამო ანგარიშსწორების, ბიჭების დახვრეტისა და ა.შ.
ხოლო რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს – მოროშკინამ მას საბურთალოსა და ვედეენხას გახსენება ურჩია.

“SOS!
არ მაინტერესებს თქვენი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიბიძინური ბოდვა!
ერთხელ ვიტყვი და აღარ გავიმეორებ!!!!
ჩათვალეთ, მე სუბიექტური ადამიანი ვარ!!!
მე მადლობელი ვარ ბიძინა ივანიშვილის, მინიმუმ, 10 პუნქტის გამო:
1.არ ვუკერავ შვილებს ჯიბეებს, რომ არ ჩატენონ ნარკოტიკი, როდესაც სახლიდან გადიან, როგორც 2006 წ. ნულოვანი ტოლერანტობის გამოცხადების შემდეგ!
2.არ ვიხვეწები, როგორც 2006-ში, თსუ-სა და სხვა უნივერსიტეტებში ძალიან პატივცემულ ლექტორებთან ერთად დაგვაბრუნონ ჩვენს შტატზე!
3.არ მეშინია, როგორც 2007-ში, რომ მიშას რეჟიმი მომიკლავს შვილის მამას!
4.არ მეშინია, როგორც 2006-2013წლებში, რომ მეზობელს, მეგობარს, უბრალოდ გამვლელს მოგვიკლავს C ჰეპატიტი…
5.არ მეშინია, როგორც 2007-ში, რომ ძლივს, ბანკითა და ვაი-ვაგლახით ნაშრომ, 6-ნომრიან სასტუმროს წამართმევენ ზონდერები.
6.არ მეშინია, როგორც 2007-ში, ჩემს “სახედაკარგულ”, მაგრამ მაინც კოლეგებს, ამდენი სისულელის ბჟუტურის გამო, თავ-ყბას გაუნგრევენ!
7. არ მეშინია, როგორც 2008 წელს, შსს-ს დავალებით რომელიმე ორიენტაციაარეული, ვითომ დიზაინერი, დაუწყებს ” ჩალიჩს” ჩემს რომელიმე შვილს, რომ თავი აცემინოს და მერე გამოკეტოს ციხეში (როგორც გამოუკეტავთ წესიერი ვაჟკაცები);
8. არ მეშინია, რომ მიზანმიმართულად, მიბჯენით დახვრეტენ ბიჭებს…როგორც მრავალი წლის განმავლობაში;
9.არ მეშინია, რომ პატიმრებს დააძალებენ, ტექნიკური ზეთი მოასხან საჭმელს და ის ჭამონ, 10-კაციან საკანში 120 კაცი გამოამწყვდიონ, დახოცილი ბიჭები ორგანოებამოცლილები მიუგდონ მშობლებს!
10. არ მეშინია შიმშილობისა და მოდულში გამოკეტვის, როგორც 2011წელს!
ვისაც არ მოგწონთ ჩემი პოზიცია, ჩუმად ამომშალეთ, ნუ დაიღლით იოგებს, ნუ დაღლით კალამს!
P.S.სანდრას გადაეცით, კინო წინ აქვს, არაფერი დამვიწყებია, მისი პირადი ცხოვრების არქივებიც ხელუხლებელია ჯერ!
გაიხსენე, ძვირფასო, საბურთალო და ვედეენხა!
#თქვენისიაფანდიმარხვაუმადურებო!” – წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები