ბაკურიანში ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული ოფისი გაიხსნა

ბაკურიანში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ ავსტრიის სატყეო სააგენტოს (OBF) მხარდაჭერით ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული ოფისი გაიხსნა.
სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ეროვნულ სატყეო სააგენტოს გადასცა ოფისი, რომელიც ავსტრიის სატყეო სააგენტოს დაფინანსებით თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა. ის სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსახურის ეფექტიან ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს. ბორჯომის რეგიონში, უახლოეს პერიოდში, საპილოტე სატყეო მეურნეობის მოწყობაც იგეგმება.
რეგიონული ოფისის გახსნას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ბერიძე, ავსტრიის საპატიო კონსული ევა ბერგერი და ავსტრიის სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ბაკურიანის ოფისი „ავსტრიის სატყეო სააგენტოს” (OBF) პროექტის “კლიმატის ცვლასთან დაკავშირებული ტყის მდგრადი მართვის დაგეგმარება ბორჯომის რაიონში” ფარგლებში გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები