გია აბაშიძე: აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ ჩაიდინა ბატონმა შავგულიძემ ამორალური პოლიტიკური საქციელი

,,ივანიშვილმა ინტერვიუში გააგზავნა გამაფრთხილებელი სიგნალები ყოფილი თანაგუნდელების მისამართით“ – ამის შესახებ ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ვხედავ, რომ საზოგადოება უარყოფითადაა განწყობილი ჩინჩალაძე-მურუსიძეზე და სასამართლოში კიდევ სხვა გვარებზე, რომლებიც დემონიზირებულნი არიან სხვადასხვა მიზეზთა გამო. მაგრამ ამავე დროს, აბსოლუტურად გაუგებარია რატომ ჩაიდინა ბატონმა შავგულიძემ ამორალური პოლიტიკური საქციელი, როდესაც წინა რეჟიმის იმ პარტიასთან აფილირდა და მათი სახელით დგება წინასაარჩევნო მარათონში მთაწმინდაზე. არ მინდა მაგალითებად მოვიყვანო ის ცუდი შედარებები, სინონიმები, ეპითეტები ბატონი შავგულიძის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომ წარმოადგინოს იმ რეჟიმის პარტია, თანაც მთაწმინდის რაიონში, სადაც საწყალი სანდრო გირგვლიანი მოკლეს. ძალიან ბევრ ცუდ ასოციაციას იწვევს ჩემში შავგულიძის ეს კონკრეტული გადაწყვეტილება. რასაკვირველია, ეს მისი არჩევანია და წარმატებები მას ამ საქმიანობაში. თავად მთაწმინდის ამომრჩეველი გადაწყვეტს რამდენ ხმას მიიღებს ის და საერთოდ მეორე ტურშიც თუ გავა, ეგეც საკითხავია…

– ივანიშვილმა ინტერვიუში გააგზავნა გამაფრთხილებელი სიგნალები ყოფილი თანაგუნდელების მისამართით (მხედველობაშია არა სოც-დეკები, არამედ ბესელია და მისი სამეული). ცხადია, ბევრი კითხვის ნიშანია, ბოლომდე არ ვიცით არ ვიცით პოლიტიკური გრავიტიციის (მოცემულობით, ორია – “ქოცნება” და “ნაცმო”) რომელი ცენტრისკენ აღმოჩნდება ბესელია-მაღღაძის პოლიტიკური ტანდემი. ივანიშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ “დაიცავი საქართველო” არაა მისი სატელიტი…“- წერს ექსპერტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები