“სანამ ჰიმნის ავტორიც „გაგვიზვიადისტდა“, უნდა შევახსენო, როგორ აგროვებდა იარაღს გამსახურდიასთან საბრძოლველად“

„იმის მაგივრად, რომ ჩვენი პოლიტიკოსები იზრდებოდნენ, პარტიებსა და ჯგუფებში ახალი ადამიანები ჩნდებოდნენ, ხალხი მუმიებს აცოცხლებს და ეს მუმიები ერთმანეთს პოულობენ სადღაც, იკრიბებიან და რაღაცებს გეგმავენ, თურმე”, – ასე ეხმიანება “ფეისბუქმომხმარებელი” ირმა ხახუტაიშვილი პოეტ დავით მაღრაძის ბოლოდროინდელ პოლიტიკურ აქტივობას.
“დიდი რევოლუციური სამზადისები ყოფილა საქართველოში, უბრალოდ, მოსახლეობამ ეს ამბავი არ ვიცით. ეტყობა, ჩვენ გარეშე აპირებენ ამ რევოლუციას, თან, როგორც აღმოჩნდა, ჟანგიანი ხმლებით. იმის მაგივრად, რომ ჩვენი პოლიტიკოსები იზრდებოდნენ, პარტიებსა და ჯგუფებში ახალი ადამიანები ჩნდებოდნენ, ხალხი მუმიებს აცოცხლებს და ეს მუმიები ერთმანეთს პოულობენ სადღაც, იკრიბებიან და რაღაცებს გეგმავენ, თურმე. ერთი ასეთი ჟანგიანი ხმალი ამოუქექია ეკა ბესელიას, დათო მაღრაძე ჰქვია ამ მახვილს, ხოდა, ამ ბოლო დროს, ყველა რომ „ზვიადისტი“ გახდა, სანამ ჰიმნის ავტორიც „გაგვიზვიადისტდა“, ერთი ფაქტი მინდა, წარსულიდან შევახსენო. ამონარიდი ჯაბა იოსელიანის წიგნიდან „სამი განზომილება“: ზვიად გამსახურდიასთან ბრძოლისთვის შექმნილ “საგანგებო კომიტეტის შემადგენლობისთვის(“ჩეკა”) რასაკვირველია გამოვრიცხე საბჭოთა ნომენკლატურული მოდელი. წევრებად შევიყვანე: გია ჭანტურია, გოგა ხაინდრავა, გია ჟორჟოლიანი, მთავრობის სახლთან დახეიბრებული ინტელექტუალი, ყოფილი გვარდეილი კახა გველესიანი, დავით მაღრაძე, ძალოვანი სტრუქტურის მინისტრები: გია ყარყარაშვილი, ავთნდილ იოსელიანი, ირაკლი ბათიაშვილი, შევარდნაძის აპარატის ხელმძღვანელი ვაჟა ლორთქიფანიძე. თბილისში გამოვაცხადეთ კომენდანტის საათი. კომენდანტად დავნიშნე ზაზა ჩაჩუა…. …მიხარია, რომ ბიჭები აქტიურობენ. გია ჭანტურია კისრულობს ედპ-ს 200-კაციანი რაზმის შეკრებასა და დასავლეთ საქართველოში გაგზავნას, ოღონდ იარაღს თხოულობს. გია ჭანტურია კითხავს „ზვიადისტებს“, არის ფეხებში სროლა და დაჭრებიც… ინტელიგენციაში ფულს აგროვებს იარაღისა და სხვა დანიშნულებისათვის დავით მაღრაძე“.
“რა ვიცი, ვინმეს რამეში თუ გამოგადგებათ ზემოხსენებული პირები, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ. ამათი დაცული საქართველო არ ვიცი, მაგრამ ამათგან კია საქართველო დასაცავი”, – წერს ირმა ხახუტაიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები