„ბიძინა ივანიშვილს იმაზე ბევრად მეტი აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის, ვიდრე ერთ მოქალაქეს ევალება“

„ბიძინა ივანიშვილს იმაზე ბევრად მეტი აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის, ვიდრე ერთ მოქალაქეს ევალება“, – ამ სიტყვებით ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს.
ამასთან, არჩილ თალაკვაძე ანაკლიის პროექტის შესახებაც საუბრობს და განმარტავს, რომ გუშინდელი ინტერვიუდან გაირკვა – ბიძინა ივანიშვილის ანაკლიის პროექტში კაპიტალს აბანდებდა.
„პრეტენზიები ისმოდა ანაკლიის პროექტზე – აღმოჩნდა, რომ არათუ სუბიექტური ინტერესი ჰქონდა, პირიქით, კაპიტალს ჩუქნიდა ანაკლიას. მან საზოგადოების გაერთიანებასა და 9 აპრილზე გამოთქვა პოზიცია – ვიღაცამ თქვა, არჩევნებს უკავშირდებაო, არადა, არჩევნები წელიწადნახევრის შემდეგ არის. სამეგრელოში ჩასვლაც და საზოგადო საქმის მხარდაჭერაც არჩევნებს დაუკავშირეს, თუმცა, მანამდე სამმა არჩევნებმა ჩაიარა. და თუ არჩევნებს უკავშირდება ეს საკითხები, ისაუბრეთ თქვენც, ბატონებო, ამ თემებზე, ვინ აგიკრძალათ?! სასამართლოზე მოიყვანა კონკრეტული მონაცემები, რომლებიც უდავოა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადამოწმებული აქვთ:
1. მოქალაქეების სასარგებლოდ გადაწყვეტილებები მკვეთრად გაზრდილია;
2. სტრასბურგის სასამართლოში კომუნიცირებული საჩივრები მკვეთრად შემცირებულია.
ამ დროს, უკანონო ოკუპაციის მიუხედავად, ქვეყანაში 7 წელზე მეტია, მშვიდობაა. რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ, ევროკავშირთან პროგრესი გვაქვს, აშშ-სთან – მტკიცე მეგობრობა, მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზრებთან თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ჯანდაცვა ბევრად ხელმისაწვდომია, ტურიზმი 3-ჯერ არის გაზრდილი, განათლებაში კი უპრეცედენტო ინვესტიცია კეთდება. მეტი გვჭირდება? დიახ, გვჭირდება და აუცილებლად გავაკეთებთ თქვენთან ერთად“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები