მამუკა ბახტაძე: ვამაყობთ, რომ ჩვენთან კორუფციის მაჩვენებელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია

“90-იან წლებში საქართველო ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანათა შორის მოიაზრებოდა. დღეს კი ვამაყობთ, რომ ჩვენთან კორუფციის მაჩვენებელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო “ღია მმართველობის პარტნიორობის” ამაყი წევრი და ყოფილი თავმჯდომარე ქვეყანაა.
“საქართველომ უმნიშვნელოვანესი წინსვლა იქონია კორუფციასთან ბრძოლის საქმეში და მთავრობის ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა უზრუნველყო. 90-იან წლებში საქართველო ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანათა შორის მოიაზრებოდა. დღეს კი ვამაყობთ, რომ ჩვენთან კორუფციის მაჩვენებელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. „ღია ბიუჯეტის ინდექსით” საქართველო მე-5 ადგილზეა – შვეიცარიისა და ნორვეგიის მერე. საქართველო “ღია მმართველობის პარტნიორობის” ამაყი წევრი და ყოფილი თავმჯდომარე ქვეყანაა. ეს არის უმთავრესი საერთაშორისო პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს გლობალურ გახსნილობას, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას”, – განაცხადა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები