მამუკა ბახტაძე: საქართველოს ახლანდელი მთავრობა ქმედითად აღასრულებს ევროპის სასამართლოს განჩინებებს

“ფაქტობრივად, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო არის იმ ნაკლოვანებებისა და გაუმჯობესებების საუკეთესო მაჩვენებელი, რაც ადამიანის უფლებების სფეროში გვაქვს. მეტმა ადამიანმა დაიწყო სამართლის ძიება და მიღწევა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სასამართლოში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ახლანდელი მთავრობა ევროპის სასამართლოს განჩინებებს ქმედითად აღასრულებს.
“სულ რაღაც 7 წლის წინ, საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშე იდგა სამართლის უზენაესობისა და დამოუკიდებელი სასამართლოს მუშაობის სფეროში. მნიშვნელოვანი წინსვლა ვიქონიეთ, რაც ყველაზე კარგად აქ – სტრასბურგში იზომება და ფასდება. აღსრულების კუთხით, მინისტრთა კომიტეტის საბოლოო რეზოლუცია, ჯამურად, გაიცა საქართველოდან შესულ 76 საქმეზე. მათი 80% 2013 წლამდე დასრულდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ახლანდელი მთავრობა ქმედითად აღასრულებს ევროპის სასამართლოს განჩინებებს.
2013 წლიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი საერთო სასამართლოებიდან მიმართვიანობა 5-ჯერ და კიდევ მეტად გაიზარდა. ადრე, რეალურად, 0 იყო. გავმეორდები – 0! ადმინისტრაციული სამართლის დარღვევებზე პატიმრობის მაჩვენებელმა 68 %-ით იკლო. არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულისთვის პატიმრობის მისჯის რაოდენობა 70 პროცენტით შემცირდა”, – აღნიშნა პრემიერმა.
ამასთანავე, მისივე თქმით, ბოლო წლების მანძილზე, მედიისთვის სასამართლო დარბაზები გაიხსნა და სრული გამჭვირვალობაა უზრუნველყოფილი სასამართლოს მუშაობის პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები