მამუკა ბახტაძე: მსურს, ევროსაბჭოს მადლობა გადავუხადო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის

“მსურს, ევროსაბჭოს მადლობა გადავუხადო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო აფასებს ევროსაბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობას.
“მსურს, ევროსაბჭოს მადლობა გადავუხადო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე აპელირებისა და პოლიტიკურ დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის. მადლობა მინდა, გადაგიხადოთ ამ საკითხზე მინისტრთა კომიტეტის წლიური გადაწყვეტილებისა და გენერალური მდივნის კონსოლიდებული ანგარიშებისთვის. დიდად ვაფასებთ მჭიდრო თანამშრომლობასა და კოორდინაციას, განსაკუთრებით – რწმენის განმტკიცებისა და კონფლიქტით დაშორიშორებულ თემებს შორის ხიდების აგების მიმართებით, ხალხთა შორის ურთიერთობის გაძლიერებისთვის იმის გაცხადებით, რომ ერთი ქვეყანა ვართ, სუვერენული და ევროპული ერი! მომდევნო წლის გაზაფხულზე, „თბილისის მშვიდობის ფორუმს ვუმასპინძლებთ საქართველოში. ჩვენი მიზანია, წვლილი შევიტანოთ მთელი რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობაში, ყველა ქვეყანას მივცეთ ჯერ აუთვისებელი შესაძლებლობების გამოყენების შესაძლებლობა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები