პრემიერი: საქართველოს მთავრობა, ნებაყოფლობით, ევროსაბჭოს ხაზინაში 500 ათას ევროს შეიტანს

„საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ნებაყოფლობითი შენატანი გააკეთოს ევროსაბჭოს ხაზინაში 500 000 ევროს ოდენობით“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ბოლო 20 წელია, სარგებელს იღებს ორგანიზაციის სხვადასხვა უწყების დახმარებით და აღნიშნული გადაწყვეტილება მადლიერების ნიშნია. „განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ევროსაბჭოს სამოქმედო გეგმა ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტად რჩება და გარკვეულ წევრ სახელმწიფოებს ეხმარება თავად ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების მონიტორინგის დამოუკიდებელი ორგანოების რეკომენდაციების შესრულებაში. მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭომ მუშაობა გააგრძელოს ორივე მიმართულებით – ერთი მხრივ, მონიტორინგის ორგანოების საშუალებით გამოავლინოს წევრი სახელმწიფოების ხარვეზები და, მეორე მხრივ, გააგრძელოს ამავე წევრი სახელმწიფოების დახმარება ამ გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებაში. ამ მხრივ, სამოქმედო გეგმები უმნიშვნელოვანესია“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები