მამუკა ბახტაძე: 20 წლის შემდეგ, მსურს, აქვე გავიმეორო ზურაბ ჟვანიას სიტყვები: მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი!

„20 წლის შემდეგ, მსურს, აქვე გავიმეორო ზურაბ ჟვანიას სიტყვები: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი!”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„20 წლის წინ, 1999 წლის 27 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ზურაბ ჟვანიამ ამ შესანიშნავ დარბაზში ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების ისტორიულ მომენტში თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა. მკაფიოდ მახსოვს ეს ფრაზა და დღეს – 20 წლის შემდეგ – მსურს, აქვე გავიმეორო მისი სიტყვები: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი!”
იმ ისტორიული დღიდან 20 წელია გასული და სიმბოლურია, რომ წელს ჩვენ ჩავიბარებთ ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას – იმ ორგანიზაციის თავმჯდომარეობას, რომელიც ჩვენი გზის მთავარი მხარდამჭერია და ახლა ჩვენი ჯერია, მივიღოთ ევროსაბჭოს ჩირაღდანი და მომდევნო თაობებს გადავაბაროთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები