მამუკა მდინარაძე: ლანძღვა არგუმენტების ნაცვლად – ეს არის ჩვენი ოპოზიციის რეალური გეგმაც და სლოგანიც

„იმის ნაცვლად, რომ მათ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში მოყვანილი სხვადასხვა საკითხები არგუმენტებით გააკრიტიკონ, ვხედავთ მათ საერთო ტრენდს – ეს არის ლანძღვა, შეურაცხყოფა და ამით ცდილობენ, გადაფარონ რეალობა და შესაბამისი არგუმენტები“, –  ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის დღევანდელი ისტერიკაც აბსოლუტურად ლოგიკურია და პროგნოზირებადიც კი იყო. „ნამდვილად არ არის შემთხვევითი, რომ დღეს მთელი ოპოზიციური სპექტრი დაირაზმა და შეიმუშავეს საერთო მესიჯბოქსი, სადაც არ გამოკვეთილა არცერთი რეალური არგუმენტი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ინტერვიუში მოყვანილი საკითხების საწინააღმდეგოდ. როდესაც ადამიანი ლაპარაკობს სიმართლეს, აქვს სწორი ხედვა როგორც წარმატებასთან, ასევე – გამოწვევებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ადეკვატურია, ეს ანგრევს ოპოზიციის საერთო პრობაგანდის მთავარ მიზნებს და, ამიტომ, მათი დღევანდელი ისტერიკაც აბსოლუტურად ლოგიკურია და პროგნოზირებადიც იყო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები