თამარ ჩუგოშვილი: სტრასბურგში მამუკა ბახტაძის ვიზიტი ძალიან წარმატებული იქნება

„სტრასბურგში პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის ვიზიტი და ევროსაბჭოს ყველა თანამდებობის პირთან შეხვედრა ძალიან წარმატებული იქნება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა – თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, დღეს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს აქცენტებს გააკეთებს იმ 20-წლიან პროგრესზე, რომელიც საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდგომ აქვს.
„ევროპის საბჭოს წევრობის 20 წელს აღვნიშნავთ. სწორედ ამას ეძღვნება ვიზიტი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლა. იქნება მიღწევებზე საუბარი – იმაზე, თუ როგორ შეასრულა 20 წლის წინ აღებული ვალდებულებები საქართველომ, რა პროგრესი გვაქვს და რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ბუნებრივია, როდესაც გამოწვევებზე ვსაუბრობთ, პირველ ყოვლისა, ვსაუბრობთ რუსეთთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ადამიანის უფლებების დარღვევებზე ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ჰუმანიტარულ პრობლემებზე, რომლებიც ამ რეგიონებშია. ვფიქრობ, რომ, პრემიერმინისტრის მოხსენების შემდგომ, საკმაოდ საინტერესო დებატები გაიმართება“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები