9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ზუგდიდში ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს.
9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა პატრიოტულ თემაზე ლექსები წაიკითხეს, ხოლო ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარმა, მამა მალხაზ ჭანტურიამ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები