გურამ მაჭარაშვილი: IRI-ის და NDI-ის წარმომადგენლობები საქართველოში პირდაპირ, საჯაროდ მხილებულები არიან რადიკალური პროცესების დაფინანსებაში

ჩვენ ყველას გვახსოვს 2 წლის წინ “ხალხის ძალის” მიერ ინიციირებული კანონპროექტი გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვა ცნობილი, რადიკალური პროცესები, როდესაც პასუხი გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით იყო ენჯეოებისგან, მათ შორის, IRI-ის წარმომადგენლებისგან, რომ ისედაც გამჭვირვალეა არასამთავრობო სექტორი საქართველოში და არ სჭირდება გამჭვირვალობის კანონი, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის”, ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა IRI და NDI, საქართველოში საჯაროდ არიან მხილებული რადიკალური პროცესების დაფინანსებაში.

“ჩვენ ვამბობდით, რომ თუ გამჭვირვალეა ყველა დაფინანსება იყოს ღია და გასაგები. აღმოჩნდა, რომ არათუ გამჭვირვალე არ არის, არამედ რასაც აფინანსებენ, პირდაპირ მათივე განმარტებებითაც კი ჩანს, რომ აფინანსებენ რადიკალურ პროცესებს, რევოლუციურ სცენარებს, ახალგაზრდების გადაიარაღებაში მომზადებას, მათ შორის IRI, NDI – ეს ორგანიზაციები, მათი წარმომადგენლობები საქართველოში პირდაპირ, საჯაროდ მხილებულები არიან ამ რადიკალური პროცესების დაფინანსებაში”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები