ბადრი ყაველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

იტალია, კანოე სპრინტში მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ბადრი ყაველაშვილმა.

ინფორმაციას, საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

,,ქართველმა სპორტსმენმა 200 მეტრიანი დისტანცია 34.64 წამში დაფარა. მსოფლიოს ჩემპიონატში 70-მდე ქვეყნის 700-მდე ნიჩბოსანი მონაწილეობს”,- წერია ინფორმაციაში.

 

ქართველი ნიჩბოსნები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები