საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საფრანგეთსა და ეგვიპტეში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ასევე იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს, ირაკლი ყურაშვილს და ეგვიპტის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ნიკოლოზ აფხაზავას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატებს თანამდებობის დაკავება მიულოცა და მათ სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.