პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი პატარიძე წარადგინა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი პატარიძე წარადგინა. ინფორმაციას, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიორგი პატარიძეს საჯარო და კერძო სამსახურებში, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნამდე იგი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები