სანდრა რულოვსი: ჩვენს აგრესიულ მეზობელთან ბრძოლა ყოველ დღეს გვიწევს

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი 9 აპრილს გარდაცვლილთა მემორიალს ესტუმრა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
მისი თქმით, 9 აპრილს თავისუფლებისთვის მებრძოლი მშვიდობიანი დემონსტრანტები კრემლის სადამსჯელო მანქანამ დახოცა.
„დღეს 9 აპრილია და ჩვენ არ დავივიწყებთ იმ გმირებს, რომლებიც 30 წლის წინ კრემლის სადამსჯელო მანქანამ მოკლა. რუსთაველის გამზირზე იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. ეს დამოუკიდებლობა საქართველომ მოიპოვა დიდი ბრძოლის შედეგად, რომელშიც ზვიად გამსახურდიამ დიდი როლი ითამაშა. ამიტომ, ცხრა აპრილი არა მარტო გლოვის, არამედ თავისუფლების დღეც არის. უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება. ჩვენს აგრესიულ მეზობელთან ბრძოლა გვიწევს ყოველ დღეს“, – განაცხადა რულოვსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები