გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში მოსწავლეებისთვის საჯარო ლექცია ჩატარდა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამინისტროში მოსწავლეებისთვის საჯარო ლექცია ჩატარდა.
სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეებმა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს დაცული ტერიტორიებისა და ბიომრავალფეროვნების თემაზე ჩანახატები გააკეთეს.
საჯარო ლექციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე დაესწრო.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში საჯარო ლექციები ყოველკვირეულად ტარდება და მიზანია საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და გარემოს სასარგებლოდ მათი შეცვლა.