“ეს ყველაფერი ხელს უწყობს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაზრდას” – ქაცარავა “შავი ზღვის პაკეტის” დამტკიცებაზე
“ეს ყველაფერი ხელს უწყობს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაზრდას”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო ქაცარავა ნატო-ს მიერ ე.წ. შავი ზღვის პაკეტის დამტკიცებას. მისი თქმით, მათ შორის, მნიშვნელოვანია რეზოლუცია, რომელიც ინიცირებულია და საუბარია საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიაზე. „ეს ყველაფერი ხელს უწყობს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაზრდას. მათ შორის, მნიშვნელოვანია რეზოლუცია, რომელიც ინიცირებულია და საუბარია საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიაზე, თუ რა საფრთხის უქმნის ქვეყანას. რუსეთისგან რეაქციას ყოველთვის ველოდებით ხოლმე, ეს ახალი არ არის. ამ ფონზე, საქართველო სულ უფრო წინ მიდის“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.
შეგახსენებთ, რომ ნატო-მ ე.წ. შავი ზღვის პაკეტი დაამტკიცა. აღნიშნული პაკეტი აერთიანებს ზომებს, რომელთა მიზანია შავი ზღვის რეგიონში სიტუაციის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება და საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება, განმტკიცება.