ილია მეორე: თქვენ უნდა ამაყობდეთ, რომ ქართველები ხართ

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოში დაბრუნება უსურვა. ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ილია მეორემ მათ მიმართა, არ დაივიწყონ, რომ აქ მათი წინაპრების საფლავებია.
„თქვენ უნდა ამაყობდეთ, რომ ქართველები ხართ. ჩვენი ეკლესია უძველესი ეკლესიაა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეკრას ჩვენი ერი ერთ ძალად, ერთ მთლიან ერად. ჩვენ არ უნდა მოვწყდეთ ჩვენს კულტურას. ქართული კულტურა ერთ-ერთი უძველესი კულტურა”, – განაცხადა პატრიარქმა.
შეხვედრას დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე, მინისტრის მოადგილე ზაზა სარაჯიშვილი და სამინისტროს სხვა წარმომამდგენლები, ასევე ისტორიული ჰერეთიდან მოსწავლეები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები