ირანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა
წყალდიდობის შედეგად, რომელმაც ირანის ათობით პროვინცია მოიცვა, 62 ადამიანი დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Anadolu” ავრცელებს.
ირანის სასამართლო ექსპერტიზის ხელმძღვანელის, ახმედ შუჯის განცხადებით, ქალაქ შირაზში სტიქიას 21 ადამიანი ემსხვერპლა, პროვინცია ლურესტანში -14, ჰოლესტენში -5, მეზენდერანის და ჰამადის პროვინციებში -5 , ჩრდილო ჰორასანში -3, კოხგულუს და ბოიერეხმედში – 2, ხოლო თითო-თითო ადამიანი 4 სხვადასხვა პროვინციაშია კიდევ დაღუპული. მდინარე დეზსა და კარხეხზე არსებული კაშხლების ნგრევის საშიშროების გამო, ევაკუირებულია 96 დასახლებული პუნქტი.