იუნკერი: “ბრექსითის” მოკლე ვადით გადადება მეტჯერ აღარ მოხდება
ევროკავშირის მმართველები მეტჯერ არ მისცემენ დიდ ბრიტანეთს “ბრექსითის” მოკლე ვადით გადავადების უფლებას, თუკი შეთანხმება არ იქნება დაკმაყოფილებული დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მიერ, 12 აპრილს. აღნიშნულის შესახებ დღეს ევროკომისიის თავმჯდომარემ, ჟან-კლოდ იუნკერმა ისაუბრა. “12 აპრილი თემთა პალატისთვის უკანასკნელი ვადაა, დაამტკიცოს შეთანხმება კავშირიდან გამოსვლის შესახებ. თუკი ეს არ მოხდება იმ დროისთვის, მაშინ ვადის გადაწევა მეტჯერ არ მოხდება”, – განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.