ნიგერიელმა მეკობრეებმა უკრაინელი მეზღვაურები ტყვედ აიყვანეს
ნიგერიელი მეკობრეები უკრაინელი მეზღვაურების გემს თავს დაესხნენ და ეკიპაჟი ტყვედ აიყვანეს.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საზღვაო ინფორმაციული ცენტრი სოციალური ქსელში ავრცელებს. “30 მარტს, შეიარაღებული ნიგერიელი მეკობრეების ჯგუფი თავს დაესხა დუალში გაჩერებულ გემს. მათ ყველა ძვირადღირებული ნივთი წაიღეს, ეკიპაჟის ოთხი წევრი ტყვედ აიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს”, – ნათქვამია უკრაინის საზღვაო ინფორმაციული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.