ევროპარლამენტმა ბრიტანეთისთვის “ბრექსითის” შემდეგ სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის “ბრექსითის” შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Associated Press”-ი ავრცელებს. მათი ცნობით, ევროპარლამენტის კომიტეტმა სამოქალაქო თავისუფლების, შინაგან საქმეთა და იუსტიციის საკითხებში 38 ხმით დაუჭირა მხარი უვიზო რეჟიმს. ამასთან ერთად, კომიტეტის 8 წევრი წინააღმდეგი აღმოჩნდა, ხოლო სამმა თავი შეიკავა. როგორც ცნობილია, მთლიანი ევროპარლამენტი აღნიშნულ საკითხს კენჭს ხვალ უყრის.