ჩინეთში მამაკაცი სკოლის მოსწავლეებს დანით თავს დაესხა – დაღუპულია ორი ბავშვი
ჩინეთში, ჰუნანის პროვინციაში, დანით შეიარაღებული მამაკაცი დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს თავს დაესხა. ინციდენტის შედეგად დაღუპულია 2 მცირეწლოვანი, კიდევ ორი კი დაშავებულია. თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია ავრცელებს. შემთხვევა დღეს დილით, ადგილობრივი დროით 7:16 საათზე მოხდა. თავდამსხმელი 31 წლის მამაკაცი აღმოჩნდა. მისი მოტივები, ამ დრომდე, უცნობია. დაშავებული მცირეწლოვნები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.