უკრინაში პოლიციამ ქართველი არალეგალი, აქამდე ნასამართლევი მიგრანტი დააკავა

უკრაინაში ნიკოლაევის რეგიონის პოლიციამ აქამდე ნასამართლევი საქართველოს მოქალაქე, არალეგალი მიგრანტი დააკავა, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე საბუთების გარეშე იმყოფებოდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახური ავრცელებს. როგორც ცნობილია, სამართალდამცავებმა საქართველოს მოქალაქე ნიკოლაევის რეგიონის უკრაინის სახელწიფო საიმიგრაციო სამსახურში მიიყვანეს. მათივე ცნობით, მიგრანტი დაკავშირებულია კრიმინალურ ავტორიტეტებთან და ქვეყნის ტერიტორიაზე საბუთების გარეშე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები