ჩრდილოეთ მაკედონიაში თვითმფრინავი ჩამოვარდა – ოჯახის ყველა წევრი დაიღუპა
ჩრდილოეთ მაკედონიაში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ოთხსულიანი ოჯახი დაიღუპა, მათ შორის – ორი ბავშვი. მომხდარის შესახებ ტელეარხი “bTV” იუწყება. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი მთაში უამინდობის გამო ჩამოვარდა. ბორტზე იმყოფებოდა ოჯახი ბულგარეთიდან: ბიზნესმენი, მისი მეუღლე – ცნობილი ადვოკატი და მათი ორი შვილი. თვითმფრინავი ძნელად მისადგომ ადგილას არის ჩამოვარდნილი. სამაშველო ოპერაცია ამ წუთებში დაიწყო.