გირგვლიანის საქმის პროცესის დაწყებამდე სასამართლოში დაპირისპირება მოხდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში დაპირისპირება მოხდა. სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე პროცესის დაწყებამდე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ახლობლები და ირაკლი კაკაბაძე. ირაკლი კაკაბაძემ ბრალდებულების ახლობლებს ზონდერები უწოდა. მანდატურმა სიტუაციის განმუხტვა შეძლო და სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში არ გადასულა.
სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე პროცესი საქალაქო სამართლოში ამ წუთებში უნდა დაიწყოს.